1789714745
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი – არ იქნება განლაგება, რომელიც ჩვენს ომში ჩართვას გამოიწვევს, ამ მიზნით სამხედრო აქტივებს არანაირი ფორმით არ განვათავსებთ
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე-მიონგი აცხადებს, რომ არ აპირებს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტინგენტის განთავსებას, რადგან არ სურს სამხრეთ კორეა კონფლიქტში ჩაერთოს.
„არ იქნება განლაგება, რომელიც ომში ჩართვას გამოიწვევს. შემიძლია, ეს ძალიან ნათლად გითხრათ. ამ მიზნით ჩვენ არანაირი ფორმით არ განვათავსებთ სამხედრო აქტივებს. ასევე ნათელია, რომ, როგორც სხვა ქვეყნები აკეთებენ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მინიმუმი ჩვენი კომერციული გადაზიდვებისა და ნავთობის გადაზიდვების, ასევე ჩვენი ხალხის უსაფრთხოების დასაცავად“, – აღნიშნავს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი.
„როიტერის“ ცნობით, სამხრეთ კორეა აგრძელებს სომალის სანაპიროსთან მეკობრეობის საწინააღმდეგო მისიაში საზღვაო მისიაში მონაწილეობას, ამავდროულად, ის ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებებს, ირანის წინააღმდეგ ომში უფრო აქტიური სამხედრო როლი შეასრულოს ვაშინგტონის მხარდაჭერაში.
ცნობისთვის, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომის მიმდინარეობისას დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეა არასაკმარისი მხარდაჭერის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. ამასთან, ტრამპმა 2026 წლის ზაფხულში ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული მსხვილი ერთობლივი სამხედრო წვრთნები შეამცირა.












