„თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1754291542
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდის თქმით, ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი განიხილეს, როგორიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგი, რეფორმები და ბოლოდროინდელი მოვლენები.
მარინა კალიურანდის თქმით, დისკუსია საკმაოდ გულწრფელი და გახსნილი იყო.
„ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და მქონდა შესაძლებლობა, მიმელოცა მისთვის თანამდებობაზე დანიშვნა. ასევე უნდა ვთქვა, რომ მისი დანიშვნა მოხდა მნიშვნელოვან პერიოდში, რადგან ჩვენ ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ვიტყოდი, რომ რუსეთის აგრესიას გავლენა აქვს მთელ მსოფლიოზე. ჩვენ განვიხილეთ დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი, ასოცირების დღის წესრიგი, რეფორმები, ბოლოდროინდელი მოვლენები. საგარეო საქმეთა მინისტრთან სრულმასშტაბიანი დისკუსია გვქონდა. ვიტყოდი, საკმაოდ გულწრფელი და გახსნილი დისკუსია იყო“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.
„თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1754291542
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603