სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ - უწყება ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ 23-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინის მოქალაქეობის მქონე მამაკაცებს, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც, შესაძლოა ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ახსენებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმები კვლავ ეხება უკრაინის ყველა რეგიონს, ხოლო დარტყმები შესაძლოა ნებისმიერ დროს, მინიმალური გაფრთხილებით ან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ 23-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინის მოქალაქეობის მქონე მამაკაცებს, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც, შესაძლოა ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცენ. გარდა ამისა, საომარი მდგომარეობის პირობებში, ისინი შესაძლოა სამხედრო სამსახურში გაიწვიონ.

✕