„ხაზიდან მატარებლის მოხსნა გახდა საჭირო...“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის „სადგურის მოედანზე“
1782997835
საფრანგეთში რამდენიმე ადგილას ტყის ხანძარს ებრძვიან. „როიტერის“ ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნეზმა განაცხადა, რომ სამმა ხანძარმა, რომელთაგან ორი ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ მარსელთან ახლოს გაჩნდა, 1 210 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.
ამასთან, ქალაქ კანიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე კურორტ ფრეჟუსში ახლომდებარე ტყის ხანძრის გამო 2 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუაცია გახდა საჭირო.
ჯანდაცვის ორგანოების შეფასებით, რეკორდულ ტემპერატურას ქვეყანაში 1 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.