1771531835
საფრანგეთში მსურველებს გარდაცვლილ ადამიანებზე ქორწინების უფლება აქვთ
საფრანგეთში მსურველებს გარდაცვლილ ადამიანებზე ქორწინების უფლება აქვთ. ეს კანონი სათავეს 1950-იანი წლებიდან იღებს. 1952 წლის 2 დეკემბერს მალპასეს თაღოვანი კაშხალი ჩამოიშალა, რომელსაც 423 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანის, ანდრე კაპრას საცოლემ, ირენემ საფრანგეთის მაშინდენ პრეზიდენტს, შარლ დე გოლს თხოვნით მიმართა, რომ გარდაცვლილ მეუღლეზე დაქორწინების უფლება მიეცა. ირენეს მხარი ძალიან ბევრმა ადამიანმა დაუჭირა და შარლ დეგოლმა მას ნება დართო.
ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ქვეყნის პარლამენტმა კანონი, სახელწოდებით „სიკვდილის შემდგომი ქორწინება“ მიიღო, რომელიც დღემდე მოქმედებს. უფლების მისაღებად, გარდაცვლილის პარტნიორმა პრეზიდენტს უნდა მიმართოს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ის და გარდაცვლილი დაქორწინებას ნამდვილად გეგმავდნენ - ასევე, მის ამ გადაწყვეტილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც უნდა ეთანხმებოდნენ.











