იტალიაში 22 წლის ქართველი კაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს

POLICE

იტალიაში 22 წლის ქართველი კაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს.

იტალიური მედია წერს, რომ ქართველი ახალგაზრდა ქალაქ უდინეში პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ის ერთ-ერთ ბარში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და შეუსაბამოდ იქცეოდა.

კარაბინერები მის დამშვიდებას ცდილობდნენ, თუმცა 22 წლის ქართველი მათ თავს დაესხა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა.

პოლიციელებმა ის ელექტროშოკის გამოყენებით დააკავეს.