ბესიკ კალაძე: შეხვედრა გავმართე მოსახლეობასთან ავჭალა 2-ში, კერძოდ ხორავას ქუჩაზე, სადაც გზის დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე

ბესიკ კალაძე

შეხვედრა გავმართე მოსახლეობასთან ავჭალა 2-ში, კერძოდ ხორავას ქუჩაზე, სადაც გზის დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შეხვედრა გავმართე მოსახლეობასთან ავჭალა 2-ში, კერძოდ ხორავას ქუჩაზე, სადაც გზის დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, საგზაო სამუშაოები ხორავას ქუჩასა და აღნიშნული ქუჩის I ჩიხში 3 200 კვ.მ ფართობზე იგეგმება, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 258 000 ლარი.

შეხვედრას ჩემი მოადგილე, მურთაზ ხარჩილავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.