ტრაგედია პოლონეთში - ავარიას ორი ქართველი ემსხვერპლა
1761550948
საფრანგეთში, ივ კლაინის მონოქრომული ლურჯი ტილო 21 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც მხატვრისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.
Christie"s-ის აუქციონის სახლმა განაცხადა, რომ ფრანგი მხატვრის, ივ კლაინის ლურჯი მონოქრომული ნახატი ხუთშაბათს, 18.4 მილიონ ევროდ (21 მილიონ დოლარზე მეტი) გაიყიდა. ეს საფრანგეთში, კლაინის ნახატში გადახდილი ყველაზე მაღალი ფასია.
Christie"s-ის ინფორმაციით, "კალიფორნია (IKB 71)" მხატვრის ყველაზე დიდი მონოქრომული ნახატია, რომელიც კერძო კოლექციაშია.
კლაინმა, რომელიც 1962 წელს, სულ რაღაც 34 წლის ასაკში გარდაიცვალა, დააპატენტა ულტრამარინის ლურჯი - სპეციალური, სქელი საღებავი, რომელიც მან თავისი ნახატებისთვის შექმნა და სინთეტიკური ფისის, პასტელისა და პიგმენტის ნაზავი, "საერთაშორისო კლაინის ლურჯი" ანუ IKB უწოდა.
"კლაინის არცერთი მონოქრომული ნახატი არ ჰგავს ერთმანეთს და სრულიად განსხვავებული ესენციები და ატმოსფეროები აქვს", - ნათქვამია ანგარიშში.