საფრანგეთში კაცმა საკუთარ სარდაფში ძველი სასაფლაო აღმოაჩინა

საფლავი

 საფრანგეთში, კაცმა, რომელიც პარიზის მახლობლად ცხოვრობს, თავისი სახლის სარდაფში უძველესი სასაფლაო აღმოაჩინა.

როგორც Live Science-ი წერს,  როდესაც კაცი რემონტს აკეთებდა და სარდაფში ჩონჩხი იპოვა. მოგვიანებით გათხრებს არქეოლოგები შეუერთდნენ და  38 სამარხი იპოვეს. 

სარდაფში აღმოჩენილი უძველესი საფლავი ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეს მიეკუთვნება, რაც ძველ რომაულ პერიოდს ნიშნავს. კიდევ 10 სარკოფაგი საფრანგეთის პირველი მეფეების - მეროვინგების მმართველობის პერიოდით თარიღდება (476-750 წლები).

ყველაზე „ახალი“ სამარხი კი დაახლოებით მეათე საუკუნეშია გაკეთებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სასაფლაოს 700 წლის განმავლობაში იყენებდნენ.