1771362523
თენგიზ შარმანაშვილი: კითხვები რომ აღარ დარჩეს, თუმცა პრემიერმა უკვე გაავრცელა თავისი მოსაზრებები, ყველა დეტალზე ჩვენმა ფრაქციამ კითხვით მიმართა ინტერპელაციის წესით
კითხვები აღარ დარჩეს, თუმცა პრემიერმა უკვე გაავრცელა თავისი მოსაზრებები, ყველა დეტალზე ჩვენმა ფრაქციამ კითხვით მიმართა ინტერპელაციის წესით, - განაცხადა „ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პრემიერი დღეს ფრაქციის კითხვებს უპასუხებს.
„ბევრი ჭორი გაავრცელეს, რათა ხელი შეეშალათ თუნდაც „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელებისთვის, თითქოს არაბიზაცია ხდება და ხელს შეუწყობს მიგრაციულ, უკანონო პროცესებს, ან დემოგრაფიული სიტუაციის მკვეთრ ცვალებადობას. ამის თაობაზე რომ კითხვები აღარ დარჩეს, თუმცა პრემიერმა უკვე გაავრცელა თავისი მოსაზრებები, ყველა დეტალზე ჩვენმა ფრაქციამ კითხვით მიმართა ინტერპელაციის წესით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს.











