გოგა მანიას წინასწარმეტყველება ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე
1795203712
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვა.
როგორც ბარომ სოციალურ ქსელში დაწერა, კრემლის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, ასევე მიზანში ამოიღეს ნიდერლანდებისა და ავსტრიის საელჩოებიც.
„კრემლმა კვლავ დაარტყა კიევს. მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ავსტრიისა და ნიდერლანდების საელჩოები მიზანში ამოიღეს. ეს დანაშაულებია“, – წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ბარომ უკრაინელ ხალხს, ავსტრიელ და ჰოლანდიელ მეგობრებს სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა არ შემცირდება.
„სრული სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, ავსტრიელ და ჰოლანდიელ მეგობრებს. ვლადიმერ პუტინს სჯერა, რომ კანონზე მაღლაა, მაგრამ კანონზე მაღლა არ არის. ჩვენ ზეწოლას არ შევამცირებთ“, – დაწერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.