„მეუღლეს დაშორდი?“ - თათა გიორგობიანის პასუხი
1792353291
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნეზს თანამდებობიდან გადადგომაზე უარი განუცხადა.
ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ ნუნეზს თანამდებობის დატოვება სურდა, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა მას ამის უფლება არ მისცა.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადება კვირას წარუდგინა. ამ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობის გაგრძელების აუცილებლობიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა ამ წინადადებაზე უარი თქვა“, – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.
ამასთან, მედიის ცნობით, მაკრონმა ნუნეზს სთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად შეემუშავებინა ახალი მექანიზმები ქუჩებში არსებული არეულობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ფრანგული მედიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნეზი დღეს დილით რადიოს ეთერში საზოგადოებას მიმართავს.
ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს დილით შეხვედრას გამართავს. მედიის ცნობით, პრემიერი მინისტრებს შეხვდება და კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავს.