საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ, ჯეკ ლენგმა "არაბული სამყაროს ინსტიტუტის" პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

ჯეკ ლენგი

 საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ, ჯეკ ლენგმა "არაბული სამყაროს ინსტიტუტის" პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ჯეფრი ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც საუბარია ლენგის მჭიდრო კავშირზე ამერიკელ ფინანსისტთან.

ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან ციხეში თავი იმავე წელს მოიკლა. მის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, გამოძიება, საფრანგეთის კულტურის ყოფილ მინისტრთან ერთად, მისი შვილის წინააღმდეგაც დაიწყო.