საფრანგეთი უკრაინის დაფინანსებას ვეღარ შეძლებს - ამის შესახებ მარინ ლე პენმა ბრიუსელში განაცხადა

მარინ ლე პენი

 საფრანგეთი უკრაინის დაფინანსებას ვეღარ შეძლებს - ამის შესახებ მარინ ლე პენმა ბრიუსელში განაცხადა. ფრანგი მემარჯვენე პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ევროპის მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, საფრანგეთი, კრიტიკულ მდგომარეობაშია, მას მაღალი დეფიციტი და სუსტი ეკონომიკური ზრდა აქვს.

ბრიუსელში, "პატრიოტები ევროპისთვის" შეხვედრის ფარგლებში, ლე პენმა ასევე მოუწოდა ევროპის ცენტრალურ ბანკს, შეცვალოს სტრატეგია და მთავარ ფოკუსად სამუშაო ადგილები, ზრდა და ინოვაციები აქციოს.

მიმდინარე სოციალური გამოკითხვების მიხედვით, მარინ ლე პენი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტია.

✕