საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში სუდენტებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საბერძნეთი

საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში ათასობით სტუდენტისა და მასწავლებლის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები და მასწავლებლები განათლების სფეროსთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას, სასწავლო პირობების გაუმჯობესებასა და გადატვირთულ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას ითხოვენ.

პოლიციის ინფორმაციით, ათენის ცენტრსა და გარეუბნებში მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტებია.

აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იმართება.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ცხოვრების გაძვირებასა და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს უკავშირდება.

დემონსტრანტები პარლამენტთან შეიკრიბნენ და სკანდირებენ: „საბერძნეთიდან საფრანგეთამდე – ჩვენ გვინდა საჯარო და უფასო განათლება“.

საპროტესტო აქციების ფონზე შეფერხდა საჯარო სკოლებისა და საავადმყოფოების მუშაობაც. ხელფასებისა და კადრების ნაკლებობის გასაპროტესტებლად გაფიცვას დაწყებითი სკოლების მასწავლებლებისა და ექიმების ნაწილი შეუერთდა.

✕