1792582790
ლევან მაჭავარიანი: შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი
შუა კორიდორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მათ მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრეს საქართველოს ევროკავშირი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ბრიუსელს მოუწევს იმასთან შეგუება, რომ საქართველოში მისი აგენტურა ვერ გაატარებს გარე ძალის ინტერესებს.
„როდესაც ვსაუბრობთ მათ პატრონებზე [ოპოზიციის], მით უმეტეს ბრიუსელზე და ბრიუსელის მმართველ ელიტაზე, ჩვენ იმდენი უსამართლობა ვიხილეთ და ისეთი არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან ბოლო 4-5 წლის განმავლობაში და ისეთი დეზინფორმაციის ნიაღვარი და მიკერძოებულობის ხარისხი, რომ იმის იქით ძალიან რთულია რაიმე წარმოიდგინო. თავადვე მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია. ის, რომ ისინი მფარველობენ აგენტურას საქართველოში და ყველაფერი მარტივი გასაშიფრია. დღეს, საზოგადოების აბსოლუტურმა უმეტესობამ იცის რაში იყო საქმე. ჩვენ უარი განვაცხადეთ პროქსი ომისთვის საქართველოს გამოყენებაზე და მაგისთვის სურდათ მათ პატრონებს, რომ ჩაენაცვლებინათ „ქართული ოცნება“. ერთის მხრივ არჩევნების გზით, როდესაც ამის საშუალება თითქოს და ჰქონდათ და მაგიტომ ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია, მაგიტომ აგზავნეს ევროპარლამენტარები საქართველოში.
და მეორეს მხრივ, როდესაც არჩევნებით ეს ვერ ხერხდებოდა 5 თუ 6 რევოლუციის მცდელობა იყო ბოლო წლების განმავლობაში. ზუსტად იმ პერიოდში, როცა დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში და ვერც რევოლუციის გზით ვერ ჩაგვანაცვლეს. ამის გარანტია არის ქართველი ხალხი.
შუა კორიდორის მნიშვნელობა არის მართლაც გაასმაგებული. ჩრდილოეთ კორიდორი დაკეტილია რუსეთ-უკრაინის ომისგამო, სამხრეთ კორიდორში მუდმივი პრობლემებია. რა თქმა უნდა აქაც სჭირდება აგენტურა. ვინაიდან აქაც ურჩევნიათ, რომ საკვანძო ქვეყანა შუა კორიდორში იმართებოდეს მათი ინტერესების შესაბამისად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. იციან, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში გადადგამს შუა კორიდორისთვისაც ყველა ნაბიჯს, რომელიც პირველ რიგში ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ კუთხითაც მათ სურთ აგენტურა ქვეყანაში.
ნებისმიერ შემთხვევაში მათ სჭირდებათ აქ აგენტურა, თუმცა შუა კორიდორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მათ მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრეს საქართველოს ევროკავშირი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.











