რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს

ნჯ

რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს - დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავდა ექვსი.

უკრაინული მედიის ცნობით, დედაქალაქში დარტყმების რამდენიმე ტალღა დაფიქსირდა.

დნეპროვსკის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად შენობა ნაწილობრივ განადგურდა და ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ. პოდილსკის რაიონში კი მანქანები დაიწვა.