ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
ღამით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის დედაქალაქზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.
„დედაქალაქში ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ყველა დაშავებული მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავდასხმის პირველადი შედეგების შესახებ.
მისივე თქმით, კიევის დნიპროვსკის რაიონში კერძო სახლი ნაწილობრივ დაინგრა და ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ.
პოდილსკის რაიონში ნამსხვრევები სამშობიარო სახლთან მდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, სამშობიარო სახლში დაშავებულები არ არიან, თუმცა დაზიანდა შენობის ფანჯრები და ფასადის ნაწილი.