რუსეთში, ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში ხიდები ჩაინგრა - არის მსხვერპლი

ხიდის ჩანგრევა

რუსეთში, ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში ხიდები ჩაინგრა, დაიღუპა, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, დაშავებულია 70. ბრიანსკში ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც მის ქვემოთ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, მეხანძრე მაშველები ცდილობენ მატარებელში მყოფი ადამიანების გადარჩენას. „ტელეგრამში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსკოვის რკინიგზამ განაცხადა, რომ ხიდის ჩამონგრევის მიზეზი „უკანონო ჩარევა“ გახდა.

ამ ინციდენდტიდან რამდენიმე საათის შემდეგ კურსკის რეგიონში ავტომაგისტრალზე ხიდი ჩამოინგრა. დაშავდა ერთი ადამიანი.