1778915325
რუსეთმა უკრაინას 500-ზე მეტი დაღუპული უკრაინელის ცხედარი გადასცა
რუსულმა მხარემ უკრაინას 500-ზე მეტი დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, ინფორმაციას უკრაინის ტყვეთა მიმართ მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
„რეპარაციული ღონისძიებების შედეგად, უკრაინაში 528 გარდაცვლილის ცხედარი დააბრუნეს, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, შესაძლოა, უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნოდნენ“, - აღნიშნულია საკოორდინაციო შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცხედრები იდენტიფიკაციის მიზნით ექსპერტიზაზე გადაასვენეს.











