მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

ტაილანდი

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეჯახების შემდეგ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით ხანძარი ახლო მდგარ სხვა მანქანებზე გავრცელდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. მაშველები დაღუპულებისა და დაშავებულების გამოყვანით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, მაშველები დაშავებულებს ეძებენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.