რუსეთისგან მომდინარე საფრთხე მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება, რუმინეთმა ამ ომის შედეგები პირდაპირ იგრძნო - ნიკუშორ დანი

ნიკუშორ დანი

რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუმინეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა რუმინეთზეც პირდაპირ იმოქმედა, მათ შორის ქვეყნის საჰაერო სივრცის არაერთგზის დარღვევით.

„ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი, სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის მეხუთე წელში შევედით. ეს ომი დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ქვეყანამ, რომელსაც გაეროს მთელი საზოგადოება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პასუხისმგებლობას ანდობს. მან შეგნებულად უარყო თავისი ფუნდამენტური ვალდებულება. როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რომელსაც უკრაინასთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს, რუმინეთმა ამ ომის შედეგები პირდაპირ იგრძნო, მათ შორის ჩვენი საჰაერო სივრცის არაერთგზის დარღვევის გამო. რამდენიმე თვის წინ დრონი ჩვენს ტერიტორიაზე საცხოვრებელ შენობას დაეცა, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ. ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა მსგავსი ინციდენტების მიმდინარე სერიიდან. ადრეც ვთქვით და კვლავ გავიმეორებთ: რუმინეთი მხარს დაუჭერს უკრაინასა და მის ხალხს, ვიდრე ისინი თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას იყენებენ, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა.