„ხელის სათხოვნელად რომ მოვიდა, მამაჩემმა მკითხა, ამისი შავი პური გინდაო?“ - ნოდარ დუმბაძისა და ნანული გუგუნავას სიყვარულის ამბავი

ნანული გუგუნავა

97 წლის ასაკში ნოდარ დუმბაძის მეუღლე, „მერის პროტოტიპი“, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა.

ნანული გუგუნავა საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მწერლის უმნიშვნელოვანესი ადამიანი, მთავარი საყრდენი. წყვილს განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია ჰქონდა. რომელმაც დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებასა და ლიტერატურულ საქმიანობაში.

სოციალურ ქსელში, ქალბატონი ნანულის ინტერვიუ ვრცელდება არქივიდან, რომელშიც მწერლს მეუღლი სიყვარულის ამბავს ჰყვება:

ნოდარი პირველად ვნახე უნივერსიტეტში. ძალიან მომეწონა, სახეც კი არ დამამახსოვრდა, ისე მომეწონა. არაჩვეულებრივი ქმარი იყო. ბავშვებისთვის მითქვამს - თქვენ ხომ მიყვარხართ, მაგრამ მამათქვენი უფრო მიყვარს-მეთქი. მე ნოდარს არაფერზე არ ვაწუხებდი. ვუვლიდი როგორც პატარა ბავშვს.

მამაჩემი გიჟდებოდა ჩემზე. ვერ წარმოედგინა ჩემი გათხოვება. ნოდარი მოვიდა ხელის სათხოვნელად. ჩვენ ძალიან კარგად ვცხოვრობდით. მამამ მითხრა - „ეს კაცი მეუბნება ძალიან ღარიბი ვარო. გაუბედურებული ოჯახის შვილი ვარო. მამა დახვრეტილი მყავსო, დედა გადასახლებული. ძალიან ღარიბი ვარო. მამაჩემი მომიტრიალდა და მეკითხება- შენ დალოცვილი ჩვენს ხელში თეთრ პურს არ ჭამ და ამისი შავი პური გინდაო?“

ხო, მამა, ვუპასუხე... გავიდა რამდენიმე დღე და ნოდარიმ მითხრა ხელი უნდა მოვაწეროთო. ჩვენ გავიპარეთ. და დავიწყეთ ტკბილად ცხოვრება ერთ ოთახში. 

ნოდარი რასაც წერდა, გახსნილად მიტოვებდა მაგიდაზე. მე ვიცოდი რომ ის უნდა წამეკითხა... არაფერს აკეთებდა ისეთს, რომ მე მეეჭვიანა...