მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი ცვალებადი იქნება. სინოპტიკური პროგნოზის მიხედვით, 24-25 სექტემბერს წვიმისა და ელჭექის ალბათობა შენარჩუნდება.
24 სექტემბერს დილის საათებში ცალკეულ ადგილებში ელჭექია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევრიდან კი ამინდის გაუმჯობესება და ხანგრძლივი მზიანი პერიოდებია ნავარაუდევი. თბილისში ჰაერი დაახლოებით +28-29 გრადუსამდე გათბება.
25 სექტემბრიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი და ამინდი კვლავ უფრო არამდგრადი გახდება.
თბილისში პროგნოზი დაახლოებით +25 გრადუსს აჩვენებს, ხოლო 26 სექტემბერს ტემპერატურა კიდევ რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.