რუსეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ისრაელის დატოვებას ურჩევს

ისრაელის დროშა

რუსეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ისრაელის დატოვებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ელჩმა, ანატოლი ვიქტოროვმა ტელეარხ „რუსეთ-24“-ის ეთერში გააკეთა.

მან რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ვითარების ნორმალიზებამდე ისრაელის დატოვება ურჩია.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხე „სულაც არ არის ეფემერული“. მან მაგალითად მოიყვანა, თუ როგორ ჩაიმსხვრა მინები რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა ბინებში ირანის ერთ-ერთი თავდასხმის დროს.

ვიქტოროვის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად დატოვონ ისრაელი ეგვიპტის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, შემდეგ კი გაფრინდნენ რუსეთში შარმ-ელ-შეიხიდან ან კაიროდან.

ელჩის თქმით, რუსეთის მოქალაქეთა ევაკუაცია ისრაელიდან ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ეს შესაძლებელი იქნება.