1750105182
ნაპოვნია Air India-ს კიდევ ერთი "შავი ყუთი", რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზებს ნათელს მოჰფენს

ოფიციალური პირების განცხადებით, აღმოაჩინეს მეორე "შავი ყუთი", რომლის გაშიფვრის შემდეგ ცნობილი იქნება, რა ხდებოდა პილოტების კაბინაში, ვიდრე Air India-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნას 241 მგზავრი შეეწირებოდა, - ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
Air India-ს თვითმფრინავი, რომელიც ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში, ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან 241 დაიღუპა. ავიაკატასტროფას სულ 274 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 33 ხმელეთზე დაიღუპა.
ავიაკატასტროფას 40 წლის მამაკაცი გადაურჩა. ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. გადარჩენილი მგზავრი 11A ადგილზე იჯდა.