ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
რუსეთის ქალაქებში - ეკატერინბურგში, დონის როსტოვში და ულიანოვსკში - 18 აპრილს გამოჩნდა ბილბორდები, რომლებზეც უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული ომის შესახებ რუსი სამხედროების და მათი ნათესავების ჩივილები ეწერა.
ტექსტები მოიცავდა განცხადებებს გამოუცდელი ჯარისკაცების ფრონტის ხაზზე "საზარბაზნე ხორცად" გაგზავნასა და მიმდინარე ომში "დიდ ადამიანურ დანაკარგებზე".
ეკატერინბურგის ხელისუფალთა თქმით, ტექსტები გამოჩნდა მას მერე, რაც უცნობმა პირებმა ჰაკერულად შეაღწიეს სარეკლამო სისტემაში. დანარჩენი ორი ქალაქის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია წარწერების გამოჩენას.