12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - „თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს
1791195131
რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობ ბაზას დღეს დილით ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას Reuters-ი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს,
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ნავთობსადენების კომპანია „ტრანსნეფტის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, მოსკოვის დროით 02:00 სთ-ზე გაჩნდა, მაგრამ ქალაქის რომელიმე ნაწილის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა.
ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებისკენ მდებარეობს.