1770756107
რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენება ჩვენს დღის წესრიგში არ არის, არ ყოფილა და არც იქნება, ვერავინ გვაიძულებს რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას - ნიკოლ ფაშინიანი
რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენება ჩვენს დღის წესრიგში არ არის, არ ყოფილა და არც იქნება, ეს გამორიცხულია, ვერავინ გვაიძულებს რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, რუსეთთან კამათს არ აპირებს.
„ჩვენ რუსეთთან კამათს არ ვაპირებთ. პუტინთან და მიშუსტინთან ძალიან პირდაპირი და თბილი ურთიერთობა მაქვს. ეს არის ჩვენი სტრატეგია: ჩვენ არ ვიმოქმედებთ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ყოველთვის ვიმოქმედებთ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესების შესაბამისად. მე ვუთხარი ჩემს რუს კოლეგებს, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელსაც რუსეთს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვთავაზობდით. მხოლოდ ხუთი სიტყვა გვჭირდებოდა: ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, იურისდიქცია, ორმხრივობა და საზღვრების ხელშეუხებლობა. ჩაწერეთ ეს ხუთი სიტყვა და მე ნებისმიერ დროს მოვაწერ ხელს“, – განაცხადა ფაშინიანმა.









