1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მთავარი თემებია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამოყენება, კიევისთვის მდინარე დნეპრით სარგებლობის უფლების მიცემა და შავ ზღვასთან დაკავშირებული საკითხები.
ამასთან ერთად, როგორც უიტკოფი აღნიშნავს, მოლაპარაკებების მთავარი თემა აგრეთვე ხუთი უკრაინული რეგიონია, რომელსაც რუსეთი ნაწილობრივ აკონტროლებს.
„მთავარი პრობლემებია რეგიონები, ატომური ელექტროსადგური, და ასევე ის, თუ როგორ გამოიყენებენ უკრაინელები მდინარე დნეპრს და გავიდნენ ოკეანეში“, - თქვა უიტკოფმა.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ პრობლემების რკალის შესამცირებლად დიდი სამუშაო გავწიეთ. მთავარი საკამათო პრობლემები ხუთ რეგიონს ეხება. რუსეთი ხუთიდან ორ რეგიონს მეტ-ნაკლებად აკონტროლებს. უკრაინელების ასე თუ ისე სამ რეგიონს აკონტროლებენ, ამიტომაც საუბარია იმაზე, თუ როგორ შევაფასებთ სიტუაციას: ფრონტის ხაზზე განსხვავებები არსებობს“, - თქვა უიტკოფმა.
მან აგრეთვე დასძინა, რომ ამერიკული მხარე არაფორმალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან.