რუსები ძალიან აქტიური არიან ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში - მატეუშ მორავიეცკი

მატეუშ მორავიეცკი

რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფზე, მათ შორის, ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებზეც, რადგან რუსები პროპაგანდის ოსტატები არიან, – ამის შესახებ პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ „ეურაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსები ძალიან აქტიურები არიან ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდისგან დაცული არც მისი პარტია და პოლიტიკური ჯგუფია.

„დარწმუნებული ვარ, ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა პოლიტიკურ ოჯახშიც არის შეღწევის მცდელობები და არ ვიქნები გაოცებული, თუ გავიგებ, რომ მისი რომელიმე წევრი რუსეთთან თანამშრომლობს“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულება, ჩეხეთის მთავრობა დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ამბობს, რომ პიოტრ ბისტრონმა, რომელიც ივნისის არჩევნებში ევროპარლამენტში სავარაუდოდ დაიკავებს ადგილს გერმანიის ულტრამემარჯვენე AfD-ს ხაზით, 25 000 ევრო მიიღო რუსული პროპაგანდისტული ქსელიდან.

„ის, რასაც ბრიუსელში სათანადოდ ვერ აფასებენ, არის რუსეთის დაზვერვის და პროპაგანდის სიძლიერე“, – განაცხადა მორავიეცკიმ.