,,ის განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, არ არის ის, რაც უნდა გაეკეთებინათ" - აქციაზე მეუფე ზენონი მივიდა

მეუფე ზენონი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისულმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ 27 აპრილს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმება.

"ის განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, ჩემთვის ეს ის განცხადება არ არის, რაც უნდა გაეკეთებინათ. მიუღებელია, როცა ამბობ, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება. რას ნიშნავს ეს? მე ვფიქრობ, რომ ჯობდა არ გაეკეთებინათ განცხადება," - განაცხადა მეუფე ზენონმა.