მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს

მარტოსული

ჩვენ შეიძლება თავი რაციონალურ არსებებად მიგვაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანად ყოფნის მთელი არსი ძირითადად ტვინში მოძრავი ქიმიკატების გროვის შედეგია.

და, აი, ახლა ევროპელმა და ისრაელელმა ექიმთა ჯგუფმა გამოაქვეყნა საინტერესო კვლევა, რომელშიც ოქსიტოცინი მარტოსული ადამიანებისთვის, როგორც ცხვირის აეროზოლი ისე გამოიყენეს. ოქსიტოცინი ჰორმონია, რომელიც ჩვეულებრივ ჰიპოთალამუსში წარმოიქმნება და გამოიყოფა უკანა ჰიპოფიზის მიერ. ოქსიტოცინს "სიყვარულის ჰორმონსაც" უწოდებენ.

კვლევის ფარგლებში მონაწილეებს მარტოობის შეგრძნება შეუმცირდათ. რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ეფექტი მკურნალობიდან რამდენიმე თვის შემდეგაც გაგრძელდა.

ამასთან, ოქსიტოცინი მჭიდროდ არის დაკავშირებული "შეკავშირებასთან" — მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პირები, რომლებმაც ოქსიტოცინი მიიღეს, უფრო სოციალურები გახდნენ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვებაა, ოქსიტოცინმა ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაცია გაამარტივა და შეამცირა მარტოსულობის შეგრძნება. ეს მეთოდი შეიძლება სასარგებლო იყოს სხვადასხვა თერაპიებისას", - აღნიშნეს მკვლევრებმა.

კვლევაში 78 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ამიტომ ახლა მეცნიერებს მასშტაბების გაზრდა სურთ. შემდგომ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩაეშვება მსგავსი სპრეი გაყიდვაში.