გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
1761679861
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი 24 ცალი ვაზნით და „ARMINIUS HW22“ მოდელის რევოლვერი 4 ცალი ვაზნით.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,6204 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლ იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, და შენახვა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.