პირი, რომელიც დადიანზე აქციის მონაწილეებთან ავტომობილით შევარდა, ფსიქიატრიულშია გადაყვანილი

პირი, რომელიც დადიანზე აქციის მონაწილეებთან ავტომობილით შევარდა, ფსიქიატრიულშია გადაყვანილი

პირი, რომელმაც გუშინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ავტომობილით რამდენჯერმე სახიფათო მანევრი შეასრულა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სკოლის მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავდნენ. ისინი მეათე საჯარო სკოლისთვის სივრცის გამოყოფასა და ახალი სკოლის მშენებლობას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნით, მოქალაქეებმა ქუჩაც გადაკეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 123-ე და 125-ე მუხლებით დაიწყო.