რუმინეთში, დუნაიზე, ჩერნავოდის ატომურ ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ ბარჟას ჩაძირავენ, რათა მდინარის წყლის დონე აიწიოს

ჩერნავოდის ატომურ ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ ბარჟას ჩაძირავენ

რუმინეთში, დუნაიზე ჩერნავოდის ატომურ ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ ბარჟას ჩაძირავენ, რათა მდინარის წყლის დონე აიწიოს, რადგან სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირება სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ინფორმაციას ამის შესახებ Digi24 ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუმინეთმა გადაწყვიტა, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, დუნაიში ქვებით დატვირთული ოთხი ბარჟა ჩაძიროს, რათა ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს წყლის დონე გაზარდოს.

მანამდე ჩატარებული პირველი საინჟინრო სამუშაოების – კერძოდ, მდინარის კალაპოტის შესაცვლელად კლდის აფეთქების შედეგად წყლის დონის ორი სანტიმეტრით გაზრდა უკვე მოხერხდა.

ჩერნავოდის ატომურ ელექტროსადგურზე უკვე გაჩერებულია ერთი ენერგობლოკი, რის გამოც რუმინეთის ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრე დაახლოებით 10%-ით შემცირდა.

ამჟამად გაჩერების საფრთხის წინაშეა მეორე ენერგობლოკიც.