მძიმე ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე

ქუთაისის ავტობანზე ავარია მოხდა - ერთმანეთს ევაკუატორი და მიკროავტობუსი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.