მძიმე ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი
1785919413
გერმანიის ქალაქ ლაიფციგის „ჰალეს“ აეროპორტში გვიან ღამით განგაში გამოცხადდა, რადგან უსაფრთხოების თანამშრომლებმა დრონი აღმოაჩინეს, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
BILD-ის ინფორმაციით, დრონს უცნობი ნივთიერების შემცველი მასა ჰქონდა მიმაგრებული. განსაკუთრებით საყურადღებო კი ის იყო, რომ პაკეტში დეტონატორი აღმოჩნდა. გამომძიებლებმა ობიექტი შესაძლო ასაფეთქებელ მოწყობილობად შეაფასეს.
გამოცემის ცნობით, დრონი Antonov-ის ტიპის უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის უშუალო სიახლოვეს იპოვეს. გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ ადგილზე სპეციალისტები გაგზავნა, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაზე მუშაობენ.
ოპერაციაში დისტანციურად მართვადი რობოტიც გამოიყენეს. ჯერჯერობით უცნობია, განხორციელდა თუ არა მოწყობილობის აფეთქება, წერს Bild-ი.
ინციდენტის გამო აეროპორტში ფრენები დაუყოვნებლივ შეჩერდა, ხოლო საჰაერო მიმოსვლა სხვა მარშრუტებზე გადაიტანეს. ერთ-ერთ სატვირთო თვითმფრინავს, რომელსაც დაშვება ჰქონდა დაგეგმილი, იძულებით მეორე წრეზე წასვლა მოუხდა.
ქვემო საქსონიის პოლიციამ ინციდენტი სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად შეაფასა. სამართალდამცველები შესაძლო დივერსიას არ გამორიცხავენ.