„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
ზოგიერთს ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს უკრაინის დაფინანსების გაგრძელება, შეუზღუდავი რაოდენობით, ვიდრე ომი გაგრძელდება - ეს არარეალისტურია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.
„ეს არ არის ჩვენი ომი. ის სხვა კონტინენტზეა. ჩვენ ჩართულნი ვართ იმიტომ, რომ ერთადერთები ვართ, ვისაც ეს შეუძლია.
მთელ მსოფლიოში არ არსებობს სხვა, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. მსოფლიოში ერთადერთი ლიდერი, ვისაც შეუძლია ესაუბროს ორივე მხარეს და დადოს გარიგება, თუ გარიგება შესაძლებელია, არის პრეზიდენტი ტრამპი და ის ძალიან მომთმენია.
მან დიდი დრო დაუთმო ამას. მისი ადმინისტრაციის ბევრი მაღალჩინოსანი იყო ჩართული ამ საკითხში. ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ, შეგვიძლია თუ არა ხიდის გადება ორივე მხარეს შორის არსებულ უთანხმოებაზე. ამის გასაკეთებლად, ჩვენ ორივე მხარეს უნდა ველაპარაკოთ. ამ საკითხში ჩართულია რამდენიმე არაგონივრული ადამიანი.
ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მხოლოდ უკრაინულ მხარეს უნდა ველაპარაკოთ და არა რუსულს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.