რომის პაპი: უკრაინაში ომს თვალს შეშფოთებით ვადევნებ

რომის პაპი ლეო XIV

უკრაინაში ომს თვალს შეშფოთებით ვადევნებ, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა.

„ომი პრობლემებს არ აგვარებს, არამედ მათ ამწვავებს. ის უსაფრთხოებას არ ქმნის, არამედ ტანჯვასა და სიძულვილს ამრავლებს.

იქ, სადაც რაკეტები და დრონები ცვივა, იმედები ქრება, სახლები, სამლოცველო ადგილები და ადამიანების სიცოცხლე ნადგურდება“, - განაცხადა რომის პაპმა.