1774992683
რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს
რომის პაპმა ლეო XIV-მ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „კრიზისიდან გამოსავალ გზას ეძებს“.
„მითხრეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას ომის დასრულება სურს“, - განაცხადა პონტიფიკოსმა. „იმედია, ის გამოსავალ გზას ეძებს. იმედია, ის ეძებს გზას ძალადობისა და დაბომბვების შესამცირებლად, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება იმ სიძულვილის აღმოსაფხვრელად, რომელიც იქმნება და მუდმივად იზრდება ახლო აღმოსავლეთსა თუ სხვაგან“.
„მე ნამდვილად კვლავაც მოვუწოდებდი მსოფლიოს ყველა ლიდერს და ვეტყოდი: დაუბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდას დიალოგისთვის“, - განაგრძო პაპმა ლეომ. „ვეძებოთ პრობლემების გადაჭრის გზები. ვეძებოთ გზები იმ ძალადობის შესამცირებლად, რომელსაც ჩვენ ვუწყობთ ხელს, რათა მშვიდობამ, განსაკუთრებით აღდგომისას, დაისადგუროს ჩვენს გულებში“.
საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა
1774987500
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1774987813











