რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი - რას ამბობს წმინდა პაისი

paisi

იცით, რომ ბერი პაისი ცნობილია თავისი ბრძნული შეგონებებითა და სწავლებანით. ათონის მთაზე მოღვაწე წმინდა მამა თანამედროვე ადამიანის შესახებ ამბობდა:

"ჩვენს ეპოქაში ადამიანთა უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი. რამდენადაც მათ არ აქვთ შიში ღვთისა, მათ არ აქვთ მუხრუჭი და მიექანებიან. ამგვარი სისწრაფით დაუსრულებელ სრბოლას, ისინი უფსკრულში დაასრულებენ ხოლმე. სირთულეების გამო ადამიანები მეტად აღგზნებულნი არიან. უმეტეს წილად გამოთაყვანებამდე არიან მისულნი. მათ საკუთარი ორიენტირი დაკარგეს და თანდათანობით იქამდე მიდიან, რომ თავსაც კი ვერ აკონტროლებენ. თუ ისინი, ვინც წმინდა მთაზე მოდიან, ასეთი გახელებულნი და დაბნეულნი არიან, როგორები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ეკლესიისგან და ღვთისაგან შორს არიან? ყველგან ქარიშხალი და დიდი უბედურებაა. უბედური სამყარო სამოვარივით დუღს და სადაცაა გადმოვა.

ერთ ადამიანს, რომელსაც მაღალი თანამდებობა უჭირავს, ვკითხე, რატომ ყურადღებას არ აქცევთ რაც ხდება? სადამდე მივა ეს? მან მომიგო: მამაო, ადრე ბოროტება უმცირესი თოვლის მსგავსი იყო, ახლა ზვავის ტოლია. ამას სასწაული თუ უშველის.  ზოგიერთი იმ საშუალებით, რომლითაც თითქოს გამოსწორება სურთ ბოროტების, ზვავს კიდევ უფრო ადიდებენ. იმის ნაცვლად, რომ განათლებასთან და აღზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული ზომები მიიღონ, რაიმე დადებითად შეცვალონ, ისინი უარესს აკეთებენ. ზვავის დადნობას კი არა, მის გადიდებას უწყობენ ხელს. ცოტ-ცოტაობით, ბოროტება თოვლის უდიდეს მასად იქცა, და ქვევით მიექანება. ახლა იმისთვის, რომ ბოროტების ზვავი განადგურდეს, აფეთქებაა საჭირო.

ჩვენ კიდევ არ გაგვიაზრებია ის ფაქტი, რომ ეშმაკს ღვთის ქმნილების დაღუპვა აქვს განზრახული. ის გაცოფებულია, რადგან ქვეყნიერებაზე სიკეთე ამოქმედდა, ის გაკოტრებულია, რადგან იცის, რომ სამოქმედოდ დიდი დრო აღარ დარჩენია. მარჯვნივ და მარცხნივ ყოველივეს ანადგურებს.

ქვეყნიერებას ცეცხლი უკიდია. თქვენ გესმით ეს? უდიდესი განსაცდელები აიშალნენ. ეშმაკმა ისეთი ხანძარი დაანთო, ყველა მეხანძრე რომ ერთად შეიყაროს, ჩაქრობას ვერ შეძლებენ. სულიერ ხანძარს ვერაფერი გადაურჩება. მხოლოდ ლოცვაღა დაგვრჩენია, რათა ღმერთმა შეგვიწყალოს.

მთელი სამყარო ერთისკენ მიდის, საყოველთაო ნგრევაა, სამყარო დანგრეულ სოფელს დაემსგავსა. ახლა ღმერთი შრომობს ზოგან ქანჩით, ზოგან თაფლაკვერით, რათა ყოველივე ეს გამოასწოროს.

ბოროტება მომწიფდება მაშინ, როდესაც იერიკონში, რომელსაც სინისგან გაწმენდა სჭირდება, დეზინფექცია დაიწყება.