„როიტერისა“ და Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ირანში შეერთებული შტატების ოპერაციას აშშ-ის მოსახლეობის 27% უჭერს მხარს, 43% კი იერიშებს ეწინააღმდეგება

უცხოეთი

აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი, 27% უჭერს მხარს შეერთებული შტატების ოპერაციას ირანში. ასეთია სააგენტო „როიტერისა“ და კვლევითი კომპანიის, Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვისშედეგები.

გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 43% ეწინააღმდეგება იერიშებს, ხოლო 29%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

აშშ-ის სამხედრო ოპერაციის მიმართ განსხვავებული შეხედულებები აქვთ დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მხარდამჭერებს. ირანში დარტყმებს მხარს უჭერს რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 55%, 13% წინააღმდეგია, 32%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ხოლო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა მხოლოდ 7% უჭერს მხარს ირანში დარტყმებს, 74% წინააღმდეგია, 19%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ გამოკითხვა ჩატარდა იქამდე, ვიდრე ცნობილი გახდებოდა რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ.

„როიტერისა“ და Ipsos-ის გამოკითხვა 18-23 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. ონლაინ რეჟიმში გამოიკითხა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1282 ზრდასრული ამერიკელი. ცდომილების ზღვარი სამი პროცენტული პუნქტი იყო.