შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ადგილობრივი ჯანდაცვისა და პოლიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამხრეთ ღაზაში მდებარე პოლიციის შენობაზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად სამი პირი გარდაიცვალა, მათგან ორი პოლიციელია. ამასთან, იერიშის შედეგად დაშავდა კიდევ ხუთი პირი.
მედია, სამედიცინო პერსონალზე დაყრდნობით წერს, რომ მოგვიანებით ნეცარიმის დერეფანთან ახლოს იერიშმა კიდევ სამი პირის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ისრაელელმა სამხედროებმა გამოცემა „როიტერს“ განუცხადეს, რომ მათ ორივე ადგილას იერიშები მებრძოლებზე მიიტანეს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებენ.
„როიტერის“ ცნობით, ისრაელის ჯარები ამ ეტაპისთვის ღაზას სექტორის ორ მესამედს აკონტროლებენ.