რიკარდ იოზვიაკი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ვადებზე: არა 2027, ან 2030 წელი, სინამდვილეში, 10-15 წელია ის ვადა, რომელსაც ევროკავშირის დედაქალაქებში უმეტესობა რეალისტურად მიიჩნევს

რიკარდ იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ უკრაინა მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში წარმატებით დახურავს ევროკავშირში გაწევრიანების 33-ვე თავს, ბუდაპეშტი მხარს დაუჭერს უკრაინის გაწევრიანებას იურიდიულად სავალდებულო რეფერენდუმის საფუძველზე.

იოზვიაკი პოსტში აღნიშნავს, რომ ევროკავშირში უმეტესობას მიაჩნია, სწორედ ეს ვადებია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეალისტური.

"ბევრი გამოეხმაურა მადიარის ვარაუდს იმის შესახებ, რომ 10-15 წელიწადში უკრაინა მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა ეს ვადები სინამდვილეში სწორედ ისაა, რასაც ბრიუსელში და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში ადამიანების უმეტესობა რეალისტურ პერიოდად მიიჩნევს - არა 2027 წელი, არა 2030 წელი, არამედ 2030-იან წლები“, - წერს იოზვიაკი.