„შემთხვევით ბუხარში ბენზინი შეასხა...“ - ამბროლაურში არასრულწლოვანს გლოვობენ
1770061926
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მეტწილად იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული სარაკეტო ან დრონებით თავდასხმები არ განუხორციელებია, თუმცა ფრონტისპირა ზონებში მდებარე ენერგოობიექტები მაინც მოხვდა ცეცხლის ქვეშ.
„დეესკალაციის ზომები... გვეხმარება სამშვიდობო პროცესისა და მისი შესაძლო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. ომი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ მომლაპარაკებელთა გუნდთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც ამ კვირაში აბუ-დაბიშია დაგეგმილი.