1767166260
Reuters: უკრაინამ დრონებით ტუაფსეს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც Reuters-ი იუწყება, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქარხნის აღჭურვილობა, ერთი საპორტო ნავსადგური და ხუთი საცხოვრებელი სახლი.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მას შემდეგ მოახერხეს, რაც ქარხნის ტერიტორიის 300 კვადრატული მეტრი დაიწვა. უცნობია, თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა, თუ არა.












