1767110152
Starring Georgia-ს მენეჯერი: Starring Georgia ფაქტობრივად გასცდა ერთი რეგიონის ჩარჩოს და გავიდა გლობალურ საერთაშორისო სცენაზე
ასე ეხმაურება „ქრონიკასთან“ Starring Georgia-ს მენეჯერი ციცი იაშვილი საერთაშორისო ბიზნესმედიის მიერ Starring Georgia-ს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას.
„ეს [სტატია] არის ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის პოტენციალის აღიარება როგორც საერთაშორისო კულტურული ჰაბის. Starring Georgia ფაქტობრივად გასცდა ერთი რეგიონის ჩარჩოს და გავიდა გლობალურ საერთაშორისო სცენაზე. ეს არ არის მხოლოდ არტისტის ჩამოყვანა და მხოლოდ ერთი კომპანიის ნაშრომი. ეს არის კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და დაპოზიციონირება როგორც ერთის მხრივ როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, მეორე მხრივ როგორც თანამედროვე გასართობი ინდუსტრიის რუკაზე ერთ-ერთი მოკაშკაშე ახალი ქვეყანა“, - აღნიშნა იაშვილმა.
საერთაშორისო ბიზნესმედია საქართველოზე წერს. International Business Times აქვეყნებს სტატიას ქართული კულტურული ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციაზე და Starring Georgia-ს როლზე ამ პროცესში.












