„ახალ წელს არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი...“ - ექიმი
1767082924
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „კირნათის“, „სარფის“ და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული შ.ო. და 1993 წელს დაბადებული ს.ა., ასევე, საქართველოს ერთი მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული ბ.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შ.ო.-მ, ს.ა.-მ და ბ.ჯ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი შემოვიდნენ საქართველოში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.