სპეციალური ბრიფინგი შსს-ში - ამოღებულია 50 მილიონი ლარის ღირებულების 157 კილოგრამი „ჰეროინი“
1767165531
რა გველოდება ცეცხლოვანი ცხენის წელში - ამ თემაზე გადაცემაში "დღის პოსტი" ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა საუბრობს:
„ცხენს მოსწონს ყველაფერი, რაც საიმედოა. აუცილებლად მყარი უნდა იყოს. ის, რაც შეიძლება, მარტივად დაიმსხვრეს, ეს მისთვის არ არის მოსაწონი.
ნალი აუცილებელია. ნალი შეიძლება, შემოსასვლელ კარზეც ჩამოვკიდოთ და შიგნითაც. ნალი როდესაც ქვემოთ იყურება, დაცვისთვისაა, ზემოთ როცა იყურება - წარმატებისთვისაა. ორივე დანიშნულება აქვს. იდეალური იქნება, თუ ერთმანეთს მივამაგრებთ. დაცვასაც გავაერთიანებთ და წარმატებასაც. ნაძვის ხეზეც შეიძლება, ჩამოვკიდოთ. ასევე, ხალიჩის ქვემოთ. ბევრნაირად შეგვიძლია, გამოვიყენოთ...
ბროწეული, მანდარინი, ფორთოხალი ყოველთვის ნაყოფიერებასთან ასოცირდება. ასევე, ნაძვის ხეზე შეიძლება, კუპიურები ჩამოვკიდოთ. ეს ფინანსებს იზიდავს. ნაძვის ხე ერთგვარი აქტივატორია. ასევე, შეიძლება, ტკბილეული ჩამოვკიდოთ იმისთვის, რომ ტკბილი წელი გვქონდეს.
მნიშვნელოვანია, სახლი ჩაბნელებული არ იყოს. მაქსიმალურად უნდა გავანათოთ. სანთლები აუცილებლად გვჭირდება“,- ამბობს ეზოტერიკოსი.